თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთი კვირის წინ გაუჩინარებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. როგორც იტყობინებიან, მკვლელობის შემდეგ გვამი დიპლომატიური მისიის შენობიდან გაიტანეს კვალის დაფარვის მიზნით. გაუჩინარებული ჟურნალისტი, სხვათა შორის, ცნობილი იყო, როგორც პუტინის მწვავე კრიტიკოსი.
ჟურნალისტი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისმა საცოლემ განაცხადა, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში წავიდა ქორწინებისთვის საჭირო საბუთების ასაღებად. თავად ხაშოგის საცოლე არ შეუშვეს დიპლომატიურ მისიაში. ხუთი საათის ლოდინის შემდეგ გამოვიდა საკონსულოს თანამშრომელი და უთხრა, რომ მისი საქმრო „წავიდა“. ქალი ირწმუნება, რომ ხაშოგის შენობა არ დაუტოვებია. საკონსულოში წასვლამდე ხაშოგიმ გააფრთხილა საცოლე, რომ შესაძლოა ის დააკავონ და სთხოვა, საჭიროების შემთხვევაში ვითარების შესახებ შეეტყობინებინა თურქეთის ხელისუფლებისთვის და ჟურნალისტთა თურქულ-არაბული ასოციაციისთვის.
საუდის არაბეთის საკონსულო უარყოფს მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვითარების შესახებ მეტ მონაცემს აგროვებს.