Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა


მოლდავეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქ კიშინიოვში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

ოფიციალური პირების თქმით, აფეთქდა სავარაუდოდ გაზის ბალონი, რამაც მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინა დააზიანა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ზოგიერთი მაცხოვრებელი უკანონოდ ინახავდა გაზს, ვინაიდან ბინები არ იყო მიერთებული გაზის ცენტრალურ მომარაგებასთან.

XS
SM
MD
LG