Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში საყოველთაო არჩევნები იმართება. პრეზიდენტად არჩევის შანსი აქვს "ტროპიკულ ტრამპს"


ჟაირ ბოლსონარუ
ჟაირ ბოლსონარუ

ბრაზილიაში იმართება საყოველთაო არჩევნები, რომელზეც ირჩევენ პრეზიდენტს, პარლამენტსა და გუბერნატორებს. პრეზიდენტობის 13 კანდიდატს შორის ლიდერობს ჟაირ ბოლსონარუ, რომელსაც ჟურნალისტებმა „ტროპიკული ტრამპი“ შეარქვეს მისი შემაცბუნებელი განცხადებებისა და ქვეყნის პოლიტიკური კურსის რადიკალურად შეცვლის სურვილის გამო.

63 წლის ბოლსონარუ არმიის გადამდგარი კაპიტანი და აქტიური მემარჯვენე-კონსერვატორი კონგრესმენია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მას მოსახლეობის ნახევარზე მეტი უჭერს მხარს. ბოლსონარუს არაერთხელ გამოუხატავს სიმპათიები სამხედროების მიმართ, ჰომოსექსუალობა პედოფილიისთვის შეუდარებია, ასევე მან ქალ კონგრესმენს უთხრა, რომ ის არაა ღირსი, გაუპატიურებულ იქნეს.

ბოლსონარუ პირობას დებს, რომ აღადგენს სიკვდილით დასჯას, დაძლევს კორუფციასა და დამნაშავეობას, გააუმჯობესებს აშშ-სთან ურთიერთობებს. ეკონომიკაში ის ულტრალიბერალურ პოზიციაზეა და აცხადებს, რომ ვერ ეგუება სოციალური დოტაციების პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG