Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში პროკურატურა მუშაობს ჟურნალისტი ქალის მკვლელობის ვერსიაზე


ვიქტორია მარინოვა
ვიქტორია მარინოვა

ბულგარელი ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა, რომლის გვამი 6 ოქტომბერს იპოვეს ქალაქ რუსეში, პოლიციის ინფორმაციით, სიკვდილამდე სექსუალური ძალადობის და ძარცვის მსხვერპლი გახდა. ვინაიდან გარდაცვლილი ერთ-ერთი ტელეარხის TVN-ის თანამშრომელი იყო, პოლიციამ დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, უკავშირდება თუ არა ჟურნალისტის სიკვდილი მის პროფესიულ საქმიანობას. თვითმხილველებმა გარდაცვლილი ჟურნალისტის გვამი მდინარე დუნაის სანაპიროზე მდებარე პარკში იპოვნეს. ქალაქ რუსეს პროკურორის, გიორგი გეორგიევის ცნობით, დაკარგულია მარინოვას მანქანის გასაღები, სათვალე და ტანსაცმლის ნაწილი. „მისი სიკვდილის მიზეზია მრავლობითი ტრამვა თავის არეში და ასფიქსია“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა.

XS
SM
MD
LG