ბრაზილიაში 7 ოქტომბერს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პარლამენტის წევრს, მკვეთრად მემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუს ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 46,3%-მა, მის მთავარ მოწინააღმდეგეს, მემარცხენე „მშრომელთა პარტიის“ კანდიდატს, ფერნანდუ ადადს კი 29%-მა. მათი მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 28 ოქტომბერს გაიმართება. ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას ემხრობა, საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად იყენებდა ჰომოფობიურ და რასისტულ რიტორიკას. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მემარცხენე ფერნანდუ ადადმა განაცხადა, რომ ბრაზილიის დემოკრატია საფრთხეშია და ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა მემარცხენე ძალების გარშემო გაერთიანებისკენ.
ყველაზე პოპულარული
1