Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: რუსული და უკრაინული მედია სიტუაციის სათავისოდ წარმოჩენას ცდილობს

საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ „რუსულ და უკრაინულ მედიაში პერიოდულად ჩნდება მიკერძოებული ინფორმაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით“ და ორივე მხარე ცდილობს საქართველოს საპატრიარქოს „ნათქვამი სათავისოდ წარმოაჩინოს.“

„მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი საქართველოს საპატრიარქოში უკრაინის რადას (პარლამენტის) თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგაც. უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც რეალობას არ შეესაბამება. შეხვედრაზე სტუმარმა განაცხადა, რომ ისინი ესწრაფვიან უკრაინის ერთიანი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებას, რომელიც როგორც ხელისუფალთა, ისე მიტროპოლიტ ონოფრეს დაქვემდებარებაში მყოფ და ყველა სხვა იერარქთა მოთხოვნაზე და კანონიკურ საფუძველზე უნდა იყოს დამყარებული. თუ ეს განხორციელდა, ბუნებრივია, მისასალმებელი მოვლენა იქნება, მაგრამ, როგორც ჩვენის მხრიდან აღინიშნა, ეს ადვილად მისაღწევი ამ ეტაპისთვის არ ჩანს, ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება მოსახლეობაში და არ განვითარდეს კიდევ უფრო რთული პროცესები“ - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განმარტებაში.

რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ საქართველოს ეკლესიის პოზიციას, საპატრიარქო აცხადებს, რომ პოზიცია უცვლელია და გულისხმობს შემდეგს: „ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს.“

XS
SM
MD
LG