Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ქაბულში მართავს მოლაპარეკებებს


ავღანეთის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი ქაბულში იმყოფება და ავღანეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა მიღწეულ იქნეს სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლითაც უნდა დასრულდეს თალიბანთან 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი. 67 წლის ხალილზადი წარმოშობით ავღანელია, წარსულში ის აშშ-ის ელჩი იყო ქაბულსა და ერაყში. ხალილზადი სექტემბერში დაინიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდში, რომელიც თალიბანთან შერიგების და სამშვიდობო ძალისხმევას ხელმძღვანელობს. ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ხანის პრესმიდვნის თქმით, ხალილზადი ქაბულში ჩასვლის შემდეგ შეხვდა ღანის და დღის განმავლობაში სხვა ოფიციალურ პირებთანაც გამართავს მოლაპარაკებას. მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებდა, რომ ხალილზადი იმუშავებს მოლაპარაკების მაგიდასთან თალიბანის მოსაწვევად.

XS
SM
MD
LG