Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ციმბირის ციხეში მღელვარება გამოიწვია პატიმრებთან არაადამიანურმა მოპყრობამ


ციმბირის ციხის მესვეურები აცხადებენ, რომ საპატიმროზე კონტროლი დაამყარეს მას შემდეგ, რაც, მათი თქმით, შაბათ-კვირას პატიმრების ძალადობრივი ამბოხება მოხდა. საავადმყოფოში მოხვდა ოთხი პატიმარი, 12-ს ციხის მესვეურები ომსკის ნომერ მეექვსე კოლონიაში ძალადობის გამოწვევაში ადანაშაულებენ და ისინი წინასწარი დაკავების საკნებში გადაიყვანეს - იუწყება საინფორმაციო სააგენტო მედიაზონა. პატიმართა უფლებების დამცველი, ოლგა რომანოვა 7 ოქტომბერს აცხადებდა, რომ კონფლიქტი მოხდა ზედამხედველების ბრძანებების გამტარებელ და სხვა პატიმრებს შორის. რომანოვა ფეისბუკით წერდა, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობა. მისი თქმით, კონფლიქტამდე პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. მედიაზონამ, რომელიც რუსეთის მართლმსაჯულების სისტემას აშუქებს, გაავრცელა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ციხის კედელზე გამოდებული პლაკატი წარწერით "გადაგვარჩინეთ".

XS
SM
MD
LG