Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში პატიმრობაში მყოფ აქტივისტს მიენიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია


ჩეჩენი აქტივისტი, ოიუბ ტიტიევი, რომელიც ჩეჩნეთში პატიმრობაში იმყოფება ნარკოტიკებთან დაკავშირებული, როგორც თვითონ აცხადებს შეთითხნილი ბრალდებებით, გახდა ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების პრემიის ლაურეატი. ევროსაბჭოს სალაპრაკენტო ასამბლეამ ეს გადაწყვეტილება საშემოდგომო სესიის გახსნისას, 8 ოქტომბერს გამოაცხადა. ტიტიევმა მოკლული ნატალია ესტემიროვა შეცვალა ცნობილი რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, მემორიალის ჩეჩნური წარმომადენლობის ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე. ის ჩეჩენთში იანვარში დააპატიმრეს. "ჩვენ კარგად ვიცით რა სირთულეებს აწყდებიან [ტიტიევი] და მისი კოლეგები" - განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მაური პასკერმა და დასძინა: "ეს პრემია წარმოადგენს ტიტიევის და მემორიალის მიერ გაწეული სამუშაოს აღიარებას". ლილიან მაური პასკერის თქმით, პრემია ასევე მესიჯია რეგიონში მომუშავე პირთათვის, რომ მათ უნდა დაიცვან კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პრინციპები.

XS
SM
MD
LG