საგანგებო ვითარება შეიქმნა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში, სადაც გამთენიისას აფეთქება მოხდა სამხედრო ბაზის საბრძოლო მასალების საწყობში. აფეთქებით გამოწვეულმა ხანძარმა მოიცვა დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორია. უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები ხდება ყოველ 2-3 წამში ერთხელ. არსენალიდან 20 კილომეტრის რადიუსში შეჩერებულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა და დახურულია საჰაერო სივრცე. ახლომდებარე რაიონებიდან ევაკუირებულია 10 ათასამდე ადამიანი. ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში გაიგზავნა 220 მაშველი და 60 ერთეული სპეცტექნიკა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი და გენერალური შტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო. სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აღძრა.
ყველაზე პოპულარული
1