გერმანიის კინოს მუზეუმი მასპინძლობს ქართული კინოს რეტროსპექტივას, რომელიც უკავშირდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც „საპატიო სტუმრის“ სტატუსს. 10 ოქტომბერს კინოს მუზეუმში, რომელიც ასევე ფრანკფურტში მდებარეობს გაიმართება კოტე მიქაბერიძის ფილმის, „ჩემი ბებიას“ ჩვენება, რასაც მოჰყვება რეჟისორის შესახებ წიგნის პრეზენტაცია. რეტროსპექტივა 2-დან 31 ოქტომბრამდე გრძელდება. საქართველოს ეროვნული არქივის ცნობით, ქართული ფილმების რეტროსპექტივა გერმანიის კინოს მუზეუმში არის ნაწილი საგამომცემლო პროგრამისა „საქართველო - 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი“.
ყველაზე პოპულარული
1