თურქეთის მთავრობასთან დაახლოებული გაზეთი წერს, რომ დაადგინა „მკვლელების რაზმი“, რომელსაც, გაზეთის თანახმად, დავალებული ჰქონდა საუდის არაბეთის ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ მოქმედება. თურქეთის ხელისუფლების ვარაუდით ჟურნალისტი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. 10 ოქტომბრის გამოცემაში გაზეთი „საბაჰი“ აქვეყნებს საუდის არაბეთის იმ 15 მოქალაქის ვინაობას და ფოტოებს, რომლებიც ორი კერძო თვითმფრინავით ჩავიდნენ სტამბოლში იმ დღეს, როცა გაუჩინარდა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი. ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის მონარქიის კრიტიკოსად იყო ცნობილი, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა. თურქეთის ხელისუფლების თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ხაშოგი საკონსულოს შენობაში მოკლეს. საუდის არაბეთი უარყოფს ამ ბრალდებას.
ყველაზე პოპულარული
1