Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვავი საქართველოშიც გაძვირდა


საწვავის ფასი თბილისში 10 ოქტომბრის მდგომარეობით
საწვავის ფასი თბილისში 10 ოქტომბრის მდგომარეობით

საქართველოში, ბოლო დღეებში საწვავი დაახლოებით 5-8 თეთრითაა გაძვირებული. ექსპერტები მიზეზად ასახელებენ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას და ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურებას.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება ოქტომბერში დაიწყო და ამის ძირითად მიზეზად საერთაშორისო ექსპერტები ასახელებენ ირანიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის შემცირებას, რასაც თავის მხრივ, განაპირობებს თეირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების აღდგენა.

გასულ კვირაში Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 86,74 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 9 ოქტომბერს ფასი 84 დოლარამდე შემცირდა. იმავე დღეს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ „ნავთობის კალათა“ 1,6%-ით გააძვირა და ბარელი ნავთობის ფასად განსაზღვრა 83,17 აშშ დოლარი.

სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, სინგაპურის ტრანსნაციონალური კომპანიის Trafigura-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ვეირმა არ გამოირიცხა, რომ მომავალ წელს ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს გადააჭარებს. შვეიცარიული კომპანიის Glencore-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალექს ბერდის პროგნოზით კი ბარელი ნავთობი 85-90 დოლარი ეღირება.

XS
SM
MD
LG