Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე ბანკი „ქართუსგან“ მილიონი ლარის სესხს ითხოვს


ზურაბ ჯაფარიძე ბანკ "ქართუს" ოფისში
ზურაბ ჯაფარიძე ბანკ "ქართუს" ოფისში

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ბანკი „ქართუსგან“ სესხად 1 მილიონი ლარი მოითხოვა. განცხადება ამ მოთხოვნით მან ბანკში 10 ოქტომბერს შეიტანა.

ჯაფარიძემ მილიონიანი სესხი მას მერე მოითხოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბანკი „ქართუსგან“ მილიონი ლარის კრედიტი აიღო.

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ის სარგებლობს საარჩევნო კოდექსის იმავე მუხლით, რომლითაც ზურაბიშვილმა ისარგებლა, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას იმავე რაოდენობის თანხა ეკუთვნის წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების დასაფარად.

ჯაფარიძის თქმით, ბანკ „ქართუში“ მას უთხრეს, რომ იმ წუთას ბანკში არ იმყოფებოდა არცერთი ადამიანი, რომელიც საქმის კურსში იყო, თუ როგორ მოხდა ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილზე 1-მილიონიანი სესხის გაცემა.

„ძალიან ზრდილობიანი ხალხი იყო. დაიტოვეს ჩემი განაცხადი და ის საბუთები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მე ნამდვილად პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მომცეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, დაიტოვეს ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ ამ მომენტში „ქართუ ბანკში“ განიხილება, მომცემენ თუ არა ერთ მილიონს სესხად იმისათვის, რომ დარჩენილ დღეებში გამოვიყენო და კამპანია ავაფეთქო,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG