Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორჩაკოვის ფონდი რუსული დიასპორის სტატუსის ასამაღლებლად თბილისში ფორუმს გამართავს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი "გორჩაკოვის ფონდის" კონფერენციაზე. მოსკოვი, 2016 წლის დეკემბერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი "გორჩაკოვის ფონდის" კონფერენციაზე. მოსკოვი, 2016 წლის დეკემბერი

13-14 ოქტომბერს თბილისში გაიმართება „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ ორგანიზებული და „გორჩაკოვის ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი:„სახალხო დიპლომატია - კომპრომისების დიალოგი“.

„ფორუმის ძირითადი მიზანია საქართველოსა და რუსეთის მოწინავე ახალგაზრდებისათვის შეიქმნას აქტიური თანამშრომლობის პლატფორმა და ხელი შეუწყოს როგორც რუსულ-ქართული დიალოგის განვითარებას, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობას”, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, ფორუმის მონაწილეები ჩაერთვებიან საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის ამაღლების მექანიზმის შექმნაშიც.

"გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, მედვედევის ბრძანებით შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG