უკრაინა აცხადებს, რომ მისი ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც სამთავრობო ჯარები 2014 წლიდან ებრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს. თავდაცვის სამინისტრომ 11 ოქტომბრის განცხადებაში თქვა, რომ უკრაინის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა შეტაკებაში, რომელშიც ასევე ექვსი სეპარატისტი იქნა მოკლული და ათი დაიჭრა. კიდევ ორი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა ნაღმის აფეთქებისას. როგორც სამინისტრო აცხადებს, სეპარატისტებმა უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 28-ჯერ დაარღვიეს საზავო შეთანხმება. ისინი იერიშისას იყენებდნენ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ავტომატურ იარაღს, ნაღმსატყორცნებს. სეპარატისტების თქმით, უკრაინის სამთავრობო ჯარებმა საზავო შეთანხმება 25-ჯერ დაარღვიეს. მათი თქმით, არავინ დაშავებულა. 2014 წლიდან მოყოლებული კიევსა და დონბასის რეგიონის სეპარატისტებს შორის ბრძოლებში 10300 ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე პოპულარული
1