Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას


კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას, ჰქონდეს ავტოკეფალიური ეკლესია, რადგან აშშ-ს სჯერა რელიგიის თავისუფლების პრინციპის. უკრაინული სააგენტოს „უნიანის“ ინფორმაციით, ბრიუსელიდან სატელეფონო ბრიფინგის დროს ვოლკერი მიესალმა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ 11 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ამერიკელი დიპლომატი გამოეხმაურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებასაც, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება კატასტროფა იქნება და ძალადობას გამოიწვევს. კურტ ვოლკერის განცხადებით, ტრაგედიაა როცა გყავს სასულიერო ლიდერები, რომლებიც ძალადობაზე ლაპარაკობენ. ვოლკერმა იმედი გამოთქვა, რომ პროტესტი და ძალადობრივი ქმედებები არ იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG