Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკლესია არ გამოხმაურებია უკრაინის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას


საქართველოს საპატრიარქოს ჯერჯერობით არ გამოუხატავს პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს(მსოფლიო საპატრიარქოს) გადაწყვეტილების მიმართ. ბოლო ხანს, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ჯერ კიდევ განიხილავდა მოსკოვის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხს, საქართველოს საპატრიარქომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ პოზიციას გამოხატავს მას შემდეგ, რაც საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქოები.

11 ოქტომბერს, სტამბოლში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდმა მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის დაწყებას და გაუქმებულად გამოაცხადა რუსეთის ეკლესიასთან კიევის მიტროპოლიის შეერთება, რომელიც 1686 წელს მოხდა. სინოდმა ანათემა მოუხსნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ფილარეტს. მოსკოვის საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უწოდა განხეთქილების ლეგალიზაცია და კატასტროფა, რომელმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG