Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩაიშალა რუსეთის მიერ დაფინანსებული "გორჩაკოვის ფონდის" მხარდაჭერილი ფორუმი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი "გორჩაკოვის ფონდის" კონფერენციაზე. მოსკოვი, 2016 წლის დეკემბერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი "გორჩაკოვის ფონდის" კონფერენციაზე. მოსკოვი, 2016 წლის დეკემბერი

13-14 ოქტომბერს თბილისში აღარ გაიმართება „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ ორგანიზებული და „გორჩაკოვის ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი:„სახალხო დიპლომატია - კომპრომისების დიალოგი.“

„საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ განცხადებით, ფორუმის მომზადების პროცესში წააწყდნენ „ორგანიზატორების მიმართ არამოტივირებულ აგრესიას ცალკეული პირების და მედიის მხრიდან, რაც მიმართულია ღონისძიების ჩაშლისკენ." ამავე ორგანიზაციის მტკიცებით, სოციალურ ქსელებში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

„საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ განცხადებითვე, რამდენიმე ტელეკომპანიამ ფორუმის შესახებ მოამზადა სიუჟეტები, რომლებშიც ხშირად იყო გამოყენებული მცდარი ინფორმაცია, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ კი სცადა ფორუმის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, ასეთ პირობებში ორგანიზატორებს არ შეუძლიათ უზრუნველყონ ფორუმის მონაწილეთა უსაფრთხოება და პირობის მიცემა, რომ „ცივილიზებულ დისკუსიას ჩრდილს არ მიაყენებს ვინმეს გამოხტომა,“ ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება ფორუმის გადადების შესახებ.

ფორუმის მხარდამჭერი "გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, მედვედევის ბრძანებით შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

XS
SM
MD
LG