Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ დაიცავს მოსკოვის საპატრიარქოს მართლმამდიდებელ მრევლს უკრაინაში


კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთი დაიცავს მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი მრევლის ინტერესებს უკრაინაში, თუ ის დევნის ობიექტი გახდება. დმიტრი პესკოვის თქმით, ეს მოხდება ისეთივე „პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით“, როგორითაც მოსკოვი იცავს „რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერსებს“. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი „შეშფოთებულია“ კონსტანტინოპოლის ეკლესიის გადაწყვეტილებით მიანიჭოს ავტოკეფალია უკრაინის ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ კრემლი არ აპირებს ჩაერიოს „ეკლესიათაშორის დიალოგში“, - დასძინა დმიტრი პესკოვმა.

XS
SM
MD
LG