ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს მოსთხოვა პოლონეთის ხელისუფლებას გადასცეს იმ სამთავრობო თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელიც 2010 წელს სმოლენსკთან ჩამოვარდა. ტუ-154-ის კატასტროფის შედეგად დაიღუპა 96 კაცი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი ცოლი და პოლონეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელები. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს პოლონეთსა და რუსეთს, ითანამშრომლონ კატასტროფის გამიძიების საქმეში და პასუხი აგებინონ დამნაშავეებს. რუსეთში მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო თვითმფრინავის კატასტროფაში დამნაშავეები არიან პოლონელი მფრინავები. პოლონეთი ინცინდენტში ადანაშაულებს რუსეთის აეროდრომის დიპეტჩერებს. პოლონეთში არსებობს ვერსია, რომ აფეთქება შეიძლებოდა მომხდარიყო თვითმფრინავშიც.
ევროსაბჭო რუსეთისგან მოითხოვს პოლონეთისათვის სამთავრობო თვითმფრინავის ნამსხვრევების დაბრუნებას

ყველაზე პოპულარული
1