Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში მიწას მიაბარეს მოკლული ჟურნალისტი, ვიქტორია მარინოვა


ასობით მეგობარმა, ნათესავმა და კოლეგამ გააცილა უკანასკნელ გზაზე ბულგარელი ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა, რომელიც 6 ოქტომბერს იპოვეს მოკლული ბულგარეთის ქალაქ რუსეს პარკში, მდინარე დუნაის მახლობლად. გამოძიებამ დაადგინა, რომ 30 წლის ჟურნალისტი სასტიკად სცემეს, გააუპატიურეს და დაახრჩვეს. მარინოვა 12 ოქტომბერს მის მშობლიურ ქალაქ რუსეში დაკრძალეს. ორი დღით ადრე გერმანიის პოლიციამ დააკავა ბულგარელი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც, გერმანიის ქალაქ ცელეს სასამართლოს თანახმად, მომდევნო დღეებში ბულგარეთს გადასცმენ. გამოძიების დროს განსასჯელმა თქვა, რომ „არ სურდა მარინოვას მოკვლა და უარყო მისი გაუპატიურება“. ინცინდენტის გამომწვევ მიზეზად კი დაასახელა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც მან მსხვერპლს სახეში ძლიერად გაარტყა ხელი. ეჭვმიტანილის ვინაობა გერმანიის სასამართლოს არ დაუსახელებია. მაგრამ ბულგარეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 21 წლის სევერინ კრასიმიროვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG