სულ მცირე, 22 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები და უშიშროების სამსახურის თანამშომლები, ემსხვერპლნენ აფეთქებულ ბომბს ავღანეთში, თახარის პროვინციის რუსთაქის რაიონში. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა საარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში შეხვედრას მართავდა პარლამენტის წევრობის კანდიდატი ქალი. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის, ხალილ ასერის თანახმად, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მოტოციკლი შეხვედრის ადგილის მახლობლად იდგა. აფეთქება მოხდა მანამდე, სანამ საპარლამენტო კანდიდატი, ნაზეფა იუსუფი ბეგი ადგილზე მივიდოდა და 30 ოქტომბრის არჩევნების წინ ამომრჩევლებს შეხვდებოდა. ის ერთ-ერთია იმ 417 ქალიდან, რომლებიც პარლამენტის დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის ავღანეთში. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. თახარის პროვინციაში თალიბანია გააქტიურებული და მან იკისრა პასუხიმგებლობა ადრე მომხდარი თავდასხმებისთვის.
ავღანეთში 22 ადამიანი ემსხვერპლა ქალი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს აფეთქებულ ბომბს
ყველაზე პოპულარული
1