Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაგბო კლუბი „ლოკომოტივი“ იტალიის „კალვიზანოსთან“ დამარცხდა


რაგბიში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „ლოკომოტივმა” ევროპის საკლუბო ტურნირი „კონტინენტის ფარი” წაგებით გახსნა. ქართველი მორაგბეები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ავჭალის სარაგბო სტადიონზე იტალიის „კალვიზანოს” დაუპირისპირდნენ და 6:17 დამარცხდნენ.

მეორე ტურის მატჩს „ლოკომოტივი” 8 დეკემბერს გამართავს იტალიის კიდევ ერთ კლუბთან, „ფიამე ორო რომასთან”, სტუმრად. 15 დეკემბერს კი „კალვიზანოს” ისევ შეხვდება, ოღონდ გასვლით თამაშში. ჯგუფის შეხვედრები 12 იანვარს დასრულდება თბილისში ჩასატარებელი მატჩით „ფიამე ორო რომასთან”.

პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, თბილისის "ლოკომოტივი" ფინალის საგზურს მოიპოვებს და სხვა ჯგუფის გამარჯვებულს შინ და სტუმრად ეთამაშება 30 მარტს და 20 აპრილს, საუკეთესო გუნდი კი 2019/2020 წლების სეზონში გაცილებით პრესტიჟულ ტურნირზე, „ჩელენჯ ქაფზე”, გამოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG