Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ანდორის გუნდს დამაჯერებლად სძლია


13 ოქტომბერს, თბილისში, დინამოს არენაზე გაიმართა უეფას ერთა ლიგის მატჩი საქართველოსა და ანდორის საფეხბურთო ეროვნულ გუნდებს შორის. საქართველოს გუნდმა დაამარცხა ანდორის ნაკრები ანგარიშით 3:0. ანგარიში 33-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა. თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ყაზაიშვილმა გაიტანა მეორე გოლიც. მატჩის ბოლო წუთზე გუნდის კაპრიტანმა, ჯაბა კანკავამ სხვაობა სამამდე გაზარდა. გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა მესამე გამარჯვებას მიაღწია და 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. ლატვიასა და ყაზახეთს თითო-თითო ქულა აქვთ და ისინი 14 ოქტომბერს რიგაში ხვდებიან ერთმანეთს.

XS
SM
MD
LG