Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში ათეულ ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა მსვლელობაში რასიზმის წინააღმდეგ


13 ოქტომბერს ბერლინში გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია რასიზმის, ქსენოფობიის და ულტრამემარჯვენეობის წინააღმდეგ. დემონსტრაციის ორგანიზატორების თანახმად, ბერლინის ქუჩებში 242 ათასი ადამიანი გავიდა. დემონსტრაცია, რომელიც ბოლო ხანებში უდიდესი გამოსვლა იყო გერმანიაში, მოჰყვა ბოლო თვეებში, განსაკუთრებით, გერმანიის აღმოსავლეთის ქალაქებში გამართულ მიგრანტთა საწინააღმდეგო გამოსვლებს და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ მხარდაჭერის ზრდას არჩევნების წინ. პოლიციამ არ ისურვა დაესახელებინა ბერლინში გამართული დემონტრაციის მონაწილეთა რიცხვი. დემონსტრაციას ორგანიზება გაუწიეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პროფესიულმა კავშირებმა, პარტიებმა და უფლებადამცველმა გაერთიანებებმა, სხვათა შორის ამნესტი ინტერნეშნელმა.

XS
SM
MD
LG