Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 15 მიგრანტი დაიღუპა სატვირთო ავტომობილის ავარიის შედეგად


სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა თურქეთის დასავლეთში სატვირთო ავტომობილის გზიდან სარწყავ არხში გადავარდნის შედეგად. სააგენტო ანადოლუს თანახმად, ავტომობილზე, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, ბავშვებიც იყვნენ. 14 ოქტომბერს მომხდარი ავარიის თაობაზე სააგენტო დემირორენი იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი 18-ია. ანადოლუ არაფერს წერს მიგრანტების წარმოშობის ან ეროვნების შესახებ. თურქეთის, შემდეგ კი საბერძნეთის გავლით ასეულ ათასობით მიგრანტი ცდილობს ევროპაში ჩაღწევას. მათი უმეტესობა სირიიდან არიან და ომს გაურბიან. ანკარას ევროკავშირთან შეთანხმება აქვს მიგრანტების თურქეთში უკან გაბრუნების შესახებ, მაგრამ ბევრი მათგანი კვლავ ცდილობს ამ მარშრუტის გამოყენებას.

XS
SM
MD
LG