Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე უკვე ექვსი მედალია ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე


გიორგი ჩხიკვაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ამ შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა
გიორგი ჩხიკვაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ამ შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა

ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე სამი დღით ადრე, საქართველოს დელეგაციას უკვე იმაზე უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ერთად, წინა ორ ოლიმპიადაზე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ) კი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ამ შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა.

გიორგი ჩხიკვაძე
გიორგი ჩხიკვაძე

საერთო მონაგარიდან - ექვსი მედლიდან სამი სწორედ მოჭიდავეებზე მოდის. ამ სახეობაში საქართველოს სახელით კონკურენციაში სულ სამი სპორტსმენი ჩაება და სამივე ფინალამდე მივიდა. ჩხიკვაძისგან განსხვავებით, გიორგი თოხაძემ (51 კგ. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გიორგი გეგელაშვილმა (48 კგ. თავისუფალი ჭიდაობა) გადამწყვეტი ბრძოლები წააგეს და ვერცხლს დასჯერდნენ. ასევე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (100 კგ) და ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ (69 კგ). ტყვიის მსროლელი ნინო ხუციბერიძე კი ბრინჯაოს დაეუფლა.

საქართველოს სამი სამზე კალათბურთის ნაკრებმა ბუენოს აირესის ოლიმპიადაზე სკანდალური სტარტისა და სლოვენიასთან უთამაშოდ წაგების შემდეგ, ჯგუფში ზედიზედ სამი მეტოქე დაამარცხა: იორდანია (21:4), თურქმენეთი (20:9) და ჩინეთი (15:10) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ოლიმპიური თამაშების მასპინძელ არგენტინას დაუპირისპირდება. თამაში 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG