Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: „შორს ვარ ილუზიისგან, რომ ამას ვინმე გამოიძიებს“


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„აუდიოჩანაწერმა თავდაყირა დააყენა მთელი 6 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ სამართლიანობის აღდგენად მონათლული პასკვილი“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, რომელიც ფიქრობს, რომ აუდიოჩანაწერებმა ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა. იგი საქმის ობიექტურ გამოძიებას არ ელის და ამბობს, რომ „საქმე იმაზე კი არ არის აღძრული, რომ სუბელიანს 50 "ავტომატჩიკი" ჰყავს, რომ მოწმეები გატაცებული და ნაწამები არიან, თურმე ვინ მიუყურადა უკანონოდ მირზა სუბელიანს, ეს ყოფილა პრობლემა". გიგი უგულავა ეჭვქვეშ არ აყენებს ასევე ჩანაწერის ავთენტურობას და აღნიშნავს, რომ ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ 28 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა უპასუხოს.

"დღეს ჩვენ შეიძლება ურცხვად ვიხილოთ "ოცნების" მხრიდან, რომ ამ ჩანაწერს, რომელიც უკანონოდ არის ჩაწერილი, არ აქვს სამართლებრივი ძალა. სამართლებრივ ძალაზე მეტად არის ის სიმართლე, რომელიც ფაქტია და საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ჩანაწერში ნამდვილად სუბელიანი საუბრობს. შორს ვარ ილუზიისგან, რომ ამას ვინმე გამოიძიებს. ამიტომ სწორი პასუხი 28-ში უნდა გასცეს ქართულმა საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას", სხვა შემთხვევაში ჩვენ ნელა მივექანებით კატასტროფისკენ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

„რუსთავი 2“-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების საკანში საუბრობენ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი „ხორავას ქუჩის“ საქმეზეა დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG