Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლატვიაში ერთი თავდამსხმელით გაემგზავრა


ვლადიმირ ვაისი (მარცხნივ)
ვლადიმირ ვაისი (მარცხნივ)

16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩაატარებს სტუმრად, ლატვიის ნაკრებთან და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდებს D დივიზიონის D ჯგუფში პირველ ადგილს.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი რიგაში თამაშამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. სლოვაკი სპეციალისტის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია. მათ შორის ერთადერთი თავდამსხმელია - ნიკა კაჭარავა. ვაისმა 12 ოქტომბერს, ანდორასთან მოგების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომავალი მატჩისთვის ერთი ფორვარდის დამატებაზე ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ თავი შეიკავა.

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების შეხვედრა 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. სამი ტურის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები D ჯგუფს მაქსიმალური შედეგით - ცხრა ქულით ლიდერობენ. ლატვიის, ყაზახეთისა და ანდორის ნაკრებებს კი მხოლოდ ორ-ორი ქულა აქვთ.

XS
SM
MD
LG