Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ჯაფარიძე: „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ნასაუბრები“


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანს შეხვდა, პატიმრის დაჟინებული მოთხოვნითა და ოჯახის თხოვნით.

ტელეკომპანია "პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს გადასცა მირზა სუბელიანის დანაბარები, რომ იგი შეღავათებს ითხოვდა დამსახურების გამო, თუმცა უშუალოდ მირზა სუბელიანის საუბარი არასერიოზულად მიიჩნია და მასზე რეაგირება აღარ მოუხდენია:

„არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ნასაუბრები, არასერიოზულად. იმდენ რაღაცას ლაპარაკობს, რომ არასერიოზულია და ამიტომაც მე მასზე რეაგირება არაფერი გამიკეთებია. ვუყურებ, რომ ადამიანი არის სტრესულ მდგომარეობაში, არის სამარტოო საკანში და სერიოზული სტრესის ქვეშ იმყოფება“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომლისთვისაც უცნობია ვინ ჩაიწერა საუბარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG