Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ინგუშეთში კარვები გაშალეს


INGUSHETIA -- Ingush activists pray during a permanent protest rally against the new land swap deal, agreed by the heads of the Russian regions of Ingushetia and Chechnya, in the capital Magas, October 9, 2018
INGUSHETIA -- Ingush activists pray during a permanent protest rally against the new land swap deal, agreed by the heads of the Russian regions of Ingushetia and Chechnya, in the capital Magas, October 9, 2018

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეწინააღმდგებიან, ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში ორშაბათს კარვების ქალაქი აღმართეს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მომიტინგეებმა კარვები გაშალეს სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის წინ, რომელიც ხელისუფლებამ გამოყო სანქცირებული მიტინგის ჩასატარებლად. მომიტინგეებმა საკვების მისაღები პუნქტებიც მოაწყვეს და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია უვადო იქნება. 26 სექტემბერს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელებმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიების თანაბარ გაცვლას. ამ შეთანხმებას მოჰყვა მასობრივი გამოსვლები ინგუშეთში, სადაც მიიჩნევენ, რომ ასეთი გაცვლა საზიანოა. ამ ნაბიჯს უარყოფითი შეფასება მისცა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი საკითხები რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG