Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წყვეტს ურთიერთობას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, პატრიარქი კირილე
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, პატრიარქი კირილე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წყვეტს ევქარისტიულ კავშირს კონსტრანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ეს ნაბიჯი მოჰყვა კონსტანტინოპოლის ეკლესიის გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა 15 ოქტომბერს მინსკში, რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომის შემდეგ გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის „მთლიანად შეწყვეტის“ შესახებ. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მართლმადიდებელთა მსოფლიო საპატრიარქოდ ითვლება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილემ სინოდი მოიწვია მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე 11 ოქტომბერს დათანხდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას. წმინდა სინოდმა ეკლესიის წიაღში დაბრუნდებულად ცნო უკრაინის ეკლესიის მეთაურები, აღადგინა კიევში საკუთარი მმართველობა და კანონგარეშედ გამოაცხადა მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG