Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ფინანსური წელი დაასრულა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დეფიციტით


აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა 779 მილიარდი დოლარი, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლევანდელი საბიუჯეტო დეფიციტი 113 მილიარდი დოლარით, ანუ 17%-ით აღემატება შარშანდელ დეფიციტს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დეფიციტი გაიზარდა 0,4%-ით და 2018 წელს შეადგინა 3,9%. ფედერალური ბიუჯეტის ხარჯი გაზრდილია 3%-ით და 4,1 მილიარდს მიაღწია, მაშინ, როცა შემოსავლების მაჩვენებელი - 3,3 მილიარდი დოლარი თითქმის არ შეცვლილა. ამასთან, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში პირველად შეიმჩნევა უმუშევრობის დონის შემცირება. თეთრი სახლის საბიუჯეტო-ადმინისტრაციული სამმართველოს დირექტორმა, მიკ მალვენიმ განაცხადა, რომ ამერიკული ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარება ბიუჯეტის შემოსავლებს გაზრდის, თუმცა, წლევანდელი დეფიციტი გაფრთხილებაა კონგრესისთვის და მიუთითებს უპასუხისმგებლო და არასაჭირო ხარჯების კატასტროფულ შედეგზე. აშშ-ში ფინანსური წელი 30 სექტემბერს დასრულდა.

XS
SM
MD
LG