საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხოდ დატოვა მედიის შეკითხვა, აპირებს თუ არა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას და რას გეგმავს პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ. "საქართველო, ქალაქი დუშეთი - ეს არის მისამართი. ჩვენ ქალაქად მოვიხსენიებთ დუშეთს. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზში არ გვაცხადებენ, დუშელები მისი ქალაქად მოხსენიების ძალიან დიდი პატრიოტები ვართ" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მომავალი საქმიანობის ადგილად ქალაქი დუშეთი დაასახელა

ყველაზე პოპულარული
1