Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა სია ქვეყნებისა, რომლებიც გასცემენ „ოქროს პასპორტებს“ უცხოელებზე


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა სია ქვეყნებისა, რომლებიც „ოქროს პასპორტის“ სისტემის გამოყენებით ქმნიან პირობებს გადასახადებისათვის თავის ასარიდებლად. სიაში მოხვდა მსოფლიოს 21 სახელმწიფო. ექსპერტების განმარტებით, ეს ქვეყნები თავიანთ ეკონომიკაში გარკვეული მასშტაბის ინვსეტიციების სანაცვლოდ, გამარტივებული წესით გასცემენ უცხოელებზე მოქალაქეობას, ან ბინადრობის ნებართვას.„ოქროს პასპორტის“ მფლობელი არ არის ვალდებული, იცხოვროს ამ ქვეყნებში, თუმცა შეუძლია იქ დარეგისტრირდეს, როგორც გადასახადის გადამხდელი და, შესაბამისად, თავისი შემოსავლიდან ჩამოაჭრევინოს გაცილებით ნაკლები გადასახადი, ვიდრე ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს და საქმიანობს. ანგარიშის ავტორების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ასეთ სქემებში მონაწილეობს ევროპის სამი სახელმწიფო: მალტა, კვიპროსი და მონაკო. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლებში მარტო მალტის პასპორტები აიღო რუსეთის, სულ ცოტა, 730-მე მოქალაქემ, მათ შორის ცნობილმა ბიზნესმენებმა და ოფიციალურმა პირებმა. 21 ქვეყნის სიაში ასევე შედიან ყატარი, კოლუმბია, პანამა, მალაიზია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა და გრენადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG