Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იბერიამ" მაუწყებლობა შეწყვიტა


ტელეკომპანია„იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა. ეკრანზე ჩანს მხოლოდ წარწერა: „ხელისუფლებამ დახურა იბერია!!!“ ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ 16 ოქტომბერს ღამით, სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია. „გადაუკეტა სასიცოცხლო არტერია და გაჩერდა “იბერია.” მაგრამ... მედიასთან დაპირისპირება ცუდად შეუტრიალდება ოცნების ხელისუფლებას. საკუთრებასთან დაპირისპირება ცუდად შეუტრიალდება ოცნების ხელისუფლებას. მშრომელ და პროფესიონალ ხალხთან დაპირისპირება ცუდად შეუტრიალდება ოცნების ხელისუფლებას. არ ელოდებიან კი... ვერ წარმოუდგენიათ კი... სულ ტყუილად არ ელოდებიან! სულ ამაოდ ვერ წარმოუდგენიათ“, - წერს ნატო ჩხეიძე.

„ომეგა-ჯგუფი,“ რომლის შემადგენლობაში ტელეკომპანია „იბერიაცაა“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ბიზნესზე ზეწოლასა და ფინანსური პრობლემების შექმნის გზით კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის დახურვაში. საქართველის მთავრობაში აცხადებენ, რომ „ომეგა-ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი მედიასაშუალების გამოყენებით და შანტაჟით ცდილობს თავი აარიდოს 50 მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების გადახდას.

XS
SM
MD
LG