Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ეგვიპტე გააფორმებენ ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

რუსეთისა და ეგვიპტის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და აბდელ ფატაჰ ალ-სისი ხელს მოაწერენ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას. პუტინის მრჩეველმა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში, იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი და ალ-სისი იმსჯელებენ საერთაშორისო თემებზე, ყურადღებას გაამახვილებენ ვითარებაზე სირიაში, ლიბიასა და იემენში, აგრეთვე ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტზე. ალ-სისიმ მოსკოვში ვიზიტისას, 16 ოქტომბერს, რუსეთს მოუწოდა, განაახლოს პირდაპირი ავიარეისები ეგვიპტის კურორტებში. ხოლო კრემლი იმედოვნებს, რომ ეგვიპტეს მიყიდის რუსული წარმოების იარაღს. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო კავშირი შეწყვეტილია 2015 წლის ნოემბრიდან, ეგვიპტეში რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ. ავიაკატასტროფის მიზეზი იყო ბომბი, რომელიც თვითმფრინავში შეიტანეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ეგვიპტელმა მხარდამჭერებმა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 224-ვე ადამიანი. ალ-სისიმ 16 ოქტომბერს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლის სრული მასშტაბით აღდგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს ეგვიპტის ტურიზმის სექტორისათვის.

XS
SM
MD
LG