Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოსაძიებელია პატიმრების საუბრებზე შესაძლო მიყურადებაც


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გამოძიება უნდა დაიწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების საუბრებზე შესაძლო მიყურადების გამო. ბოლო დღეებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და მთავარმა პროკურატურამ გაავრცელეს ორი ფარული აუდიჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ასახავს სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში მყოფი, პროკურატურის ყოფილი მაღალინოსნის, მირზა სუბელიანის საუბარს პარლამენტის წევრთან, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან დავით ცუხიშვილთან.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი დაინტერესდა ჩანაწერების გარშემო განვითარებული მოვლენებით და საპატიმროში მირზა სუბელიანსაც შეხვდა. „სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. აქ გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სათქმელი. ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები და უნდობლობაც, თუნდაც ბოლოს გავრცელებული ჩანაწერის მიმართ. ასევე, ერთ გარემოებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაზეც პოლიტიკოსები არ საუბრობენ და მიმაჩნია, რომ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული მიყურადება პატიმრისა და მესამე პირების საუბრის" - განაცხადა ლომჯარიამ. 16 ოქტომბერს, მირზა სუბელიანთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სუბელიანმა ბოლო ხანს გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბარი არ ისურვა.

XS
SM
MD
LG