Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა  


რუსთავში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან, მუშა გადმოვარდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი რუსთავიდან იუწყება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, 47 წლამდე ასაკის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება: „პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში შემოყვანისას იყო კრიტიკული, სახეზე იყო მარცხენა ქვემო კიდურის ღია მოტეხილობა, მასიური სისხლის დენითა და დანაკარგით. პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე".

XS
SM
MD
LG