რუსეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში, პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა 18 ადამიანი - ძირითადად მოზარდები. ინციდენტის შედეგად, რომელსაც ხელისუფლება ტერაქტად აფასებს, დაჭრილია ათობით პირი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტერაქტში ეჭვმიტანილია კოლეჯის 22 წლის სტუდენტი, რომელმაც აფეთქების შემდეგ თავი მოიკლა. აფეთქება მოხდა კოლეჯის კაფეტერიაში.
ქერჩში მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასმსხმელმა თავი მოიკლა