Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჯეპ ტაიპ ერდოანი ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა მოლდავეთში


თურქეთისა და მოლდავეთის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და იგორ დოდონი.
თურქეთისა და მოლდავეთის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და იგორ დოდონი.

თურქეთის პრეზიდეტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა მოლდავეთში. ვიზიტის მიზანია თურქეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავება. ერდოანი ოთხშაბათს მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში შეხვდა თავის კოლეგას, იგორ დოდონს. ორმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას კიშინიოვსა და ანკარას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ასევე მათ გახსნეს საპრეზიდენტო სასახლე, რომელიც თურქეთიდან მიღებული ფინანსებით განახლდა. 18 ოქტომბერს ერდოანი ესტუმრება გაგაუზიის რეგიონს, რომელიც, მისი თქმით, არის „ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდი“. ეს რეგიონი ძირითადად დასახლებულია ეთნიკური თურქებით, რომლებიც რუსულად ლაპარაკობენ და მართლმადიდებლები არიან. ერდოანის ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე კიშინიოვში თურქეთის უშიშროების ძალებთან თანამშრომლობით დააპატიმრეს ექვსი თურქი მასწავლებელი. ისინი 6 სექტემბერს იქნენ გაძევებული ქვეყნიდან, რაც მწვავედ გააკრიტიკეს ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა.

XS
SM
MD
LG