Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმა გამომძიებლებმა მეორედ ჩაატარეს ჩხრეკა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში


თურქმა გამომძიებლებმა 18 ოქტომბერს მეორედ ჩაატარეს ჩხრეკა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში. ჩხრეკა ტარდება უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საქმის გამოძიების ფარგლებში. საუდის არაბეთის რეჟიმისადმი კრიტიკული ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მუშაობდა, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა. 17 ოქტომბერს თურქეთის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ საკონსულოს შენობაში მკვლელთა რაზმმა ხაშოგი აწამა და მისი სხეული დაანაწევრა. რიადი უარყოფს ჟურნალისტის გაუჩინარებასთან რაიმე კავშირს. ოთხშაბათს მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთ პირს, რომლებიც ხაშოგის საქმესთან კავშირში არიან დაპატიმრებული, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, პრინც მუჰამედ ბენ სალმან ალ-საუდთან.

XS
SM
MD
LG