Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გადაწყვიტა, ჯერჯერობით არ მოიწვიონ ბრექსიტის თაობაზე საგანგებო სამიტი


ბრექსიტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია პარლამენტის შენობის წინ. ლონდონი, 2018 წ. 5 სექტემბერი.
ბრექსიტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია პარლამენტის შენობის წინ. ლონდონი, 2018 წ. 5 სექტემბერი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვიტეს, ჯერჯერობით არ მოიწვიონ ბრექსიტის თაობაზე საგანგებო სამიტი, რომელიც 17-18 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ფრანს პრესი და როიტერსი იტყობინებიან დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. წყაროების თანახმად, 17 ოქტომბერს ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან მოლაპარაკებებზე „ვერ მოხერხდა საკმარისი პროგრესის მიღწევა“. ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მეის გამოსვლაში არ ყოფილა ახალი კომპრომისული წინადადებები. როგორც მოსალოდნელია, დიდი ბრიტანეთი 2019 წლის მარტში დატოვებს ევროკავშირს. მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, მოახერხებენ თუ არა ლონდონი და ბრიუსელი ბრექსიტის პირობებზე შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG