Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ორ თვეში საქართველოში მესამე მერი გადადგა


გოჩა მელაძე
გოჩა მელაძე

თანამდებობა დატოვა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა მელაძემ. მას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია. თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემაც. მის ნაცვლად დაინიშნა ვახტანგ ბერიძე, რომელიც მანამდე ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიციას ხელმძღვანელობდა. ვადამდელ არჩევნებამდე მერის მოვალეობას ბერიძე შეასრულებს. 17 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების მიმართ გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს, თუმცა, კონკრეტულად რომელიმე მერი არ დაუსახელებია.

ბოლო ორ თვეში საქართველოში თანამდებობა დატოვა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულმა სამმა მერმა. სექტემბერში გადადგნენ ზუგდიდის და ჭიათურის მერები ლაშა გოგია და პაატა ნადირაძე. ლაშა გოგიამ მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სურს თანამდებობაზე ყოფნით ხელი შეუშალოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას. ანტიკორუფციული სამსახური იძიებს ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნების მიერ სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტს. პაატა ნადირაძემ გადადგომა ახსნა დაძაბული ურთიერთობით „საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან და სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან.“

ხულოში, ზუგდიდსა და ჭიათურაში მერის ვადამდელ არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დანიშნავს.

XS
SM
MD
LG