Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: დეტალურად ვიცით ვინ, სად, როდის რას გეგმავდა და გეგმავს


გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, წარმოდგენა არ აქვს რა ჩანაწერებზე საუბრობს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

„თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმები, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს. დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. ეს ყველაფერი ვიცით, მათ შორის მიყურადების შედეგად. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო,“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოსაქვეყნებლად ამზადებს ჩანაწერს, რომელიც არის მისი და მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა საუბრის კომბინაცია დამატებული ხმებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG