ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რამდენიმე ეკლესიამ მიბაძა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ 15 ოქტომბერს გამოაცხადა. მანამდე ოთხი დღით ადრე კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებელთა სულიერ წინამძღოლად ითვლება, გამოაცხადა, რომ დაიწყო უკრაინის თხოვნის განხილვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ბევრი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება. ყაზახეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ასტანის მიძინების საკათედრო ტაძრის არქიეპისკოპოსმა დმიტრი ბაიდეკმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან კავშირი გაწყვიტა ბართლომეს გადაწყვეტილების გამო. მსგავსი განცხადებები გააკეთეს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ბელორუსიასა და ტაჯიკეთში, ყირგიზეთში კი მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყაზახეთის მაგალითს მიბაძა.
ყოფილ სსრკ-ში რამდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი კონსტანტინოპოლთან

ყველაზე პოპულარული
1