ავღანეთის და სხვა ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ავღანეთის სამხრეთის ქალაქის, ყანდაარის პოლიციის გავლენიანი მეთაური მოკლეს. მკვლელობისთვის, რომელიც არჩევნებამდე ორი დღიათ ადრე მოხდა, პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ავღანეთის დაზვერვის სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ თავდასხმა მოხდა აშშ-ის და ავღანეთის დაზვერვის მაღალი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრის შემდეგ, 18 ოქტომბერს ყანდაარში, გუბერნატორის ოფისში. ცეცხლი დაცვამ გაუხსნა. გენერალი აბდულ რაზიყი, რომელიც დაზვერვას განაგებდა, ინტენსიური სროლის შედეგად მიყენებული ჭრილობებს ემსხვერპლა. ნატოს წარმომადგენლის თქმით, ავღანეთში აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, გენერალი სკოტ მილერი, რომელიც შეხვედრაზე იყო,თავდასხმას უვნებელი გადაურჩა. ამავე ცნობით, სროლისას აშშ-ის ორი მოქალაქე დაიჭრა.
ყველაზე პოპულარული
1