Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“: ზურაბიშვილი - 53%, ვაშაძე - 19%, ბაქრაძე - 17%


„ქართულმა ოცნების“ მიერ შეკვეთილი შიდაპარტიული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი 53%-იანი მაჩვენებლით გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში. ე.წ. ალოკაციის მეთოდით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილს 19%-იანი მაჩვენებლით - გრიგოლ ვაშაძე, ხოლო მესამე ადგილს 17%-ით დავით ბაქრაძე დაიკავებს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ, ერთად აღებული, ამომრჩეველთა 11%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

"ქართული ოცნების" შეკვეთით, სოციოლოგიური კვლევა "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ამ კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი. კვლევის შედეგები გამოაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სხვა მეთოდით (ალოკაციის გარეშე) ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს გამოკითხულთა 27% უჭერს მხარს, გრიგოლ ვაშაძეს - 10%, ხოლო დავით ბაქრაძეს - 9%. სხვა კანდიდატებმა, ერთად აღებული, 6% შეაგროვეს. კვლევის შედეგის თანახმად, გამოკითხულთა 48% ან არ გეგმავს არჩევნებზე წასვლას, ან გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

XS
SM
MD
LG