Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალაიას და დგებუაძის განაჩენი ძალაში დარჩა "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიღებული განჩინებით, დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს. პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დათა ახალია დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ამავე საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო გიორგი დგებუაძე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში „სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 12 იანვარს, ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დათა ახალაიას და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გიორგი დგებუაძის, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვა ორი თანამშრომლების მონაწილეობით მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო - 17 წლის შ.გ., 20 წლის რ.ს. და 22 წლის მ.ა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სასჯელის სახედ და ზომად, სასჯელთა შთანთქმისა და ამნისტიის გამოყენების შემდეგ საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშითანამდებობის დაკავების უფლება. საბოლოოდ გიორგი დგებუაძეს სასჯელის სახედ და ზომად, სასჯელთა შთანთქმისა და ამნისტიის გამოყენების შემდეგ საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის საფუძველზე აქვეყნებს ცნობას "ინტერსპრესნიუსი".

XS
SM
MD
LG